სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური ძალა საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს.

გამოკითხვის თანახმად, „სამოქალაქო კონტრაქტი“ ამომრჩეველთა ხმების 56.7%-ს იღებს, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანთან ასოცირებულ პრორუსულ ოპოზიციურ გაერთიანებას — „ძლიერ სომხეთს“ — 17.5%-იანი მხარდაჭერა აქვს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების დათვლა დაიწყო.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 58.9% შეადგინა. კენჭისყრაში მონაწილეობა 1 476 597-მა მოქალაქემ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობას, როდესაც საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 49.4%-მა დააფიქსირა.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა სრულმა აქტივობამ 58.9% შეადგინა. კერძოდ,  არჩევნებში მონაწილეობა 1 476 597-მა ამომრჩეველმა მიიღო.

სომხეთის წინა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, მონაწილეობა მოსახლეობის 49.4%-მა მიიღო.

ცნობისთვის, 20:00 საათზე სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ხმების დათვლა დაიწყო.