უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე ქვეყნისთვის - "ქართული ოცნება" 11 ივნისს ბრიუსელში მოლაპარაკებვისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის დირექტორს, გიორგი ტაბატაძეს აგზავნის.
დიპლომატიურ წრეებში 11 ივნისის შეხვედრა განიხილება, როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი - უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესახებ, რასაც არ სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.
ოპოზიციას საქართველო-ევროკავშირის დიალოგის წინ პოზიტიური მოლოდინების საფუძველი არ აქვს.
"ათი ვერაგი ქოცის გამო მილიონობით ქართველმა შეიძლება დაკარგო (უვიზო მიმოსვლა)" - ამბობს "ლელო -ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია.
"სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნების" პოლიტიკის გამოისობით, სრული რეალობა გახდა ის რისკი, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდით, რომ საქრთველომ შეიძლება დაკარგოს უვიზო მიმოსვლის უდიდესი პრივილეგია და შანსი, რაც მილიონობით ქართველისთვის ხელსშესახები სიკეთეა, რომლის დაკარგვსი შანსი გახდა სულ უფრო რეალური. დაუჯერებელია, მაგრამ ვისმენთ, რომ სულ რაღაც ერთ კვირაში შეიძლება დავკარგოთ ის, რაც ძალიან დიდ მუშაობად დაუჯდა ქართულ საგარეო სამსახურს ათწლეულობის განმავლობაში და ათი ვერაგი ქოცის გამო მილიონობით ქართველმა შეიძლება, მაღალი ალბათობით დაკარგოს ეს უნიკალური რამ", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
"ლეიბორისტულ პარტიაში" კი აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე რეალურია - შალვა ნათელაშვილის თქმით, ეს ყველაფერი "ოცნების" პოლიტიკის და მათი მხრიდან ევროკავშირის ლანძღვის შედეგია.
"11-ში ვერაფერს კარგს ვერ დაგვპირდება ჩვენ ევროკავშირი, რადგან ივანიშვილის რეჟიმი 24 საათი დრეა ღამის განმავლობაში 27 საათი დაკავებულია ევროკავშირის ლანძღვა-გინებით, ამიტომ დიდი ალბათობით, გამზადდება პლატფორმა, სადღაც 6 თვეში უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად და ჩვენი მოქალაქეები დაკარგავენ ამ უდიდეს ისტორიულ მონაპოვარს",- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს.
მისი ინფორმაციით, ევროკომისია დეკემბერში წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, იანვარში კი წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.