ბერლინის ცის უსაფრთხოებაზე დღეიდან „Arrow-3“ დაიცავს-  გერმანიამ ისრაელის წარმოებული სტრატეგიული ანტისარაკეტო სისტემა ოფიციალურად დაინსტალირა.

აღსანიშმავია, რომ საჰაერო-სარაკეტო თავდაცვის სისტემას-  „Arrow-3“ ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრა და განადგურება მაღალი ატმოსფეროს ზღვის დონიდან ასობით კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია.

რა უნდა ვიცოდეთ ბერლინის ახალ "გუშაგზე":

  • •„Arrow-3“ პირველად გაიყიდა ისრაელის ფარგლებს გარეთ, რაც ისრაელის სამხედრო ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო ნაბიჯია.
  • •გერმანია სისტემას იყენებს რუსული საფრთხის წინააღმდეგ ეროვნული მზადყოფნის გასაძლიერებლად.
  • •შეთანხმება განიხილება როგორც ისრაელ–გერმანიის სამხედრო პარტნიორობის უმაღლესი ნიშნული, რომელიც ორ ქვეყანას სტრატეგიულ დონეზე აერთიანებს.
  • •კომპლექსი მნიშვნელოვნად ზრდის გერმანიის საჰაერო ფარს, განსაკუთრებული აქცენტით ბერლინის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაცვაზე.

ექსპერტების აზრით, „Arrow-3“-ის ოპერაციაში ჩართვა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განახლებად ითვლება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა დასავალური სამყარო რუსეთის შესაძლო თავდასხმას რეალურად სულ უფრო და უფრო განიხილავს.