ხვალ, 4 დეკემბერს, 15:00 საათზე საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) განცხადებას გააკეთებს.

თემა: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების წარდგენა 

მისამართი: დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42.

ინფორმაცია

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია 2025 წლის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში ერთვება და საბჭოებსა და კომისიებში 19 კანდიდატს წარადგენს. სიფას მიზანია შეიქმნას გარემო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, პროფესიონალების მიერ, კოლეგიურად და არა ერთპიროვნულად. სიფას მთავარი პრიორიტეტებია:

სამართლიანი გარემო - მხარეთა რეალური თანასწორობა სასამართლოში.

ასოციაციის სისტემური ცვლილება - კოლეგიური მართვა ერთპიროვნულის ნაცვლად.

ახალი თაობა - რეალური დასაქმების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის.

ადვოკატის დაცვა - ეთიკის მაღალი სტანდარტი, როგორც ჩვენი ფარი. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.