ქუთაისსა და ვენეციას შორის ავიამიმოსვლა დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილის განცხადებით, იტალიის კიდევ ერთი ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ეტაპია და არსებულ საჰაერო ქსელს კიდევ უფრო აძლიერებს.

,,დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატა. ვენეცია არის ლიონის შემდეგ მეორე ახალი მიმართულება  მიმდინარე წელს ჩვენი აეროპორტისთვის.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - Wizz Air კვლავ ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს საქართველოს ავიაბაზარზე: 2025 წლის 11 თვეში Wizz Air-მა საქართველოში 1,7 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა და ქუთაისის აეროპორტიდან 4 900-ზე მეტი რეისი შეასრულა,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340-მა მგზავრმა ისარგებლა. ლევან მოსეშვილის თქმით, ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტის კავშირებს ევროპასთან კიდევ უფრო გაამყარებს და რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის.

ამჟამად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს