ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულებისთვის დაწყებულ მოლაპარაკებებს ეხმაურება.
როგორც ის განმარტავს, უმთავრესი საკითხი, რომელზედაც მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის, დონეცკის ოკუპაციის მიღმა დარჩენილი 20%-ის დათმობაა.
„დაახლოებით 30-50 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზეა საუბარია, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან და ეს მიმდინარე მოლაპარაკებებში ყველაზე პრობლემური საკითხია“, - აცხადებს რუბიო Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ოფიციალურ კიევს არ სურს, მტერს დაუთმოს ის ტერიტორია, რომელიც ბრძოლით არ დაუკარგავს. მეორე მხრივ კი, რუსეთი აყენებს ულტიმატუმს, რომ თუ უკრაინა დონეცკის დარჩენილი 20%-ს თავად არ დათმობს, მას რუსეთი ძალის გამოყენებით მიიღებს.