ბელგიამ ევროკავშირს შესთავაზა, ყველა ავტომწარმოებელს ახალ ავტომობილებში FM რადიომიმღებების დამონტაჟება დაევალოს. ინიციატივის მიზანია, მძღოლებს რადიოსადგურების უფასოდ მოსმენა მობილური ინტერნეტისა და სპეციალური აპლიკაციების გარეშეც შეეძლოთ.

ბელგიის ხელისუფლების შეფასებით, ავტომობილებში რადიომიმღებების არსებობა მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის დასაცავად მნიშვნელოვანია.

ტრადიციული რადიო მაუწყებლებს საშუალებას აძლევს, მსმენელებს პირდაპირ დაუკავშირდნენ, ხოლო მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს, საზოგადოებრივ, კომერციულ, ეროვნულ და ადგილობრივ რადიოსადგურებს შორის არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთონ.

ბელგიური მხარის განცხადებით, როდესაც რადიო ავტომობილის მულტიმედიურ სისტემაში ინტერნეტსერვისის სახით არის ინტეგრირებული, ხელმისაწვდომი სადგურების ჩამონათვალი შესაძლოა ავტომწარმოებლის ან პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლის მიერ განისაზღვროს. ამასთან, ზოგიერთი სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებელს რეგისტრაცია ან ფასიანი გამოწერა შეიძლება დასჭირდეს, რაც ინფორმაციის თავისუფლად მიღებას ზღუდავს.

FM რადიომიმღებების შენარჩუნების კიდევ ერთ მიზეზად საგანგებო სიტუაციები სახელდება. რადიოს საშუალებით მოსახლეობისთვის გადაუდებელი შეტყობინებების მიწოდება იმ ადგილებშიც არის შესაძლებელი, სადაც მობილური კავშირი ან ინტერნეტი არ მუშაობს.

https://euro-pulse.ru/news/belgiya-prosit-es-obyazat-vseh-avtoproizvoditelej-ustanavlivat-radio-v-novyh-mashinah-v-tom-chisle-i-radi-svobody-slova/