ბალტიის ზღვის მოსაზღვრე ქვეყნები დრონებისგან თავდაცვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავენ, რაც მათ საშუალებას მისცემს სწრაფად მოახდინონ რეაგირება ჰიბრიდული თავდასხმების მზარდი საფრთხის ფონზე, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში, ბალტიის ზღვის რეგიონის კოლეგებთან შეხვედრის წინ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზანია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის სწრაფ გაცვლას.
„უცხო ძალები ყოველდღიურად ცდილობენ თავს დაესხან და შეარყიონ დემოკრატია, უსაფრთხოება და ეკონომიკური სიძლიერე ევროკავშირში“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ასეთმა თავდასხმებმა შეიძლება „მიიღოს ახალი განზომილება მომდევნო თვეებში“ და ჰიბრიდული საფრთხე „ყველგან არსებობს“.
2022 წელს, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ბალტიის ზღვაში, რომელსაც ნატო-ს რვა ქვეყანა და რუსეთი ესაზღვრება, წყალქვეშა კაბელებსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან გაზსადენებზე შესაძლო დივერსიის მრავალი ინციდენტი მოხდა.