გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭო ხვალ ვენის შტაბ-ბინაში სპეციალურ შეხვედრას გამართავს, რათა ირანში არსებული ვითარება განიხილოს, - ინფორმაციას CBS NEWS-ი ავრცელებს.

„შეხვედრა რუსეთის მოთხოვნით ტარდება აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებულ სამხედრო დარტყმებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გასულ კვირას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, განაცხადა, რომ ირანის ბირთვული მასალების უმეტესობა ჯერ კიდევ იქაა დიდი რაოდენობით, 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების მიუხედავად.

www.interpressnews.ge