არ არსებობს მტკიცებულება, რომ სეუტაში მიგრანტების შეჭრა მაროკოს ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არც ერთ ინსტიტუტს, არც დიპლომატიურ სამსახურს, არც ევროკომისიას და არც რომელიმე საერთაშორისო ორგანოს, ესპანეთის მთავრობისთვის არ მოუწოდებია მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ინციდენტი მაროკოს მიერ დაიგეგმა ან განხორციელდა“, - განაცხადა სანჩესმა.

2 სექტემბერს სეუტაში 80000-მდე ადამიანმა ესპანეთის მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტა. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „სეუტა არ იყიდება“.

შეგახსენებთ, 30 ივლისს, მაროკოდან სეუტას ანკლავში 70000-ზე მეტი მიგრანტი შეიჭრა. სეუტას ხელმძღვანელობის ცნობით, ანკლავის ტერიტორიაზე 10000-მდე მიგრანტი რჩება.

ipn.ge