გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.9 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 69.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 42.8 პროცენტი.
რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად - 74.1 და 62.1 პროცენტი შეადგინა.
6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 49.9 პროცენტმა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში 57.9 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 36.2 პროცენტი. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 49.0 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში - 50.8 პროცენტს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 89.3 პროცენტი შეადგინა.
შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები საქსტატმა გამოაქვეყნა