2025 წელი მუსიკალური ინდუსტრიისთვის ფინანსური რეკორდების წლად იქცა. შემსრულებლების შემოსავლებზე განსაკუთრებული გავლენა იქონია მასშტაბურმა ტურნეებმა და საავტორო უფლებების (კატალოგების) ყიდვა/გაყიდვამ. Forbes-ის მონაცემებით, წლის ლიდერებმა რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლეს.

გთავაზობთ 2025 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების ათეულს:

1. The Weeknd: $298 მილიონი
წლევანდელი რეიტინგის სათავეში კანადელი არტისტი, The Weeknd მოექცა. მისმა შემოსავალმა რეკორდულ 298 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც დიდწილად განაპირობა Lyric Capital-თან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ. მუსიკოსმა თავისი კატალოგის ნაწილი გაყიდა, თუმცა შეინარჩუნა შემოქმედებითი კონტროლი. გარდა ამისა, ფინანსურ წარმატებას ხელი შეუწყო მისმა ტურნემ "After Hours Til Dawn", რომლის შემოსავალმაც 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

2. ტეილორ სვიფტი: $202 მილიონი
მეორე ადგილს იკავებს ტეილორ სვიფტი 202 მილიონი დოლარის შემოსავლით. მიუხედავად იმისა, რომ მან პირველობა დათმო, მისი ფინანსური ზრდა კვლავ შთამბეჭდავია, რაც უკავშირდება ახალ ალბომს "The Life of a Showgirl" და გრძელვადიან ტურნეებს. სვიფტი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მსოფლიო შოუბიზნესში.

3. ბიონსე: $148 მილიონი
მესამე პოზიციაზეა ბიონსე, რომელმაც წელს 148 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. წარმატების მთავარი წყარო ალბომი "Cowboy Carter" და მისი მხარდამჭერი ტურნე გახდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ბიონსემ ოფიციალურად მოიპოვა მილიარდერის სტატუსი, რაც მისი ბიზნესსაქმიანობისა და მუსიკალური კარიერის დამსახურებაა.

4. კენდრიკ ლამარი: $109 მილიონი
რეპერი კენდრიკ ლამარი მეოთხე ადგილს იკავებს 109 მილიონი დოლარით. მისი შემოსავალი ძირითადად მასშტაბურ კონცერტებსა და სტრიმინგ სერვისებიდან მიღებულ ჰონორარებს უკავშირდება.

5. Coldplay: $105 მილიონი
ბრიტანული როკ-ჯგუფი Coldplay ხუთეულს ხურავს. ჯგუფმა 2025 წელს 105 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო, რაც უმეტესწილად მათი მსოფლიო ტურნეს, "Music of the Spheres"-ის გაგრძელებას უკავშირდება.

6. შაკირა: $105 მილიონი
იგივე მაჩვენებლით, 105 მილიონი დოლარით, მეექვსე ადგილზეა კოლუმბიელი ვარსკვლავი შაკირა. მან წარმატებული წელი განვლო როგორც ახალი მუსიკალური ჰიტების, ასევე აქტიური საკონცერტო მოღვაწეობის წყალობით.

7. დრეიკი: $78 მილიონი
კანადელი რეპერი დრეიკი რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს, 78 მილიონი დოლარის შემოსავლით. მისი ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყო როგორც მუსიკალურმა რელიზებმა, ასევე ბრენდ OVO-ს წარმატებულმა თანამშრომლობამ.

8. კრის ბრაუნი: $74 მილიონი
მერვე პოზიციაზეა კრის ბრაუნი 74 მილიონი დოლარით. შემსრულებელმა წელს დაასრულა "The Breezy Bowl XX Stadium World Tour", რომელმაც მას მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა.

9. ზაკ ბრაიანი: $70 მილიონი
ქანთრი მუსიკის წარმომადგენელი ზაკ ბრაიანი ათეულში მეცხრე ადგილს იკავებს. მისმა შემოსავალმა 70 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ჟანრის მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს.

10. Bad Bunny: $66 მილიონი
ათეულს ასრულებს პუერტო-რიკოელი არტისტი Bad Bunny 66 მილიონი დოლარით. ლათინოამერიკელი შემსრულებელი კვლავ ინარჩუნებს პოპულარობას გლობალურ ჩარტებში და სტრიმინგ პლატფორმებზე.

bm.ge