ზამთრის სეზონზე გუდაურში გზების მდგომარეობა კვლავ პრობლემად რჩება, რაც როგორც ბიზნესში ამბობენ, კურორტის რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება და ეკონომიკურ ზარალსაც იწვევს.
სასტუმროების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ახალი წლის დღეებში ხელისუფლებამ დათოვლილი გზების დროული გაწმენდა ვერ მოახერხა, რის გამოც დამსვენებლებმა კურორტზე ფიზიკურად ვეღარ მიაღწიეს. შედეგად, სასტუმროებს მასობრივად გაუუქმდათ ჯავშნები და სტუმრებისთვის თანხის დაბრუნება გახდა აუცილებელი.
კერძო სექტორი წლებია ითხოვს, რომ სახელმწიფომ გუდაურსა და ბაკურიანში სპეციალური ტექნიკა მოაბილიზოს, თუმცა, მათი შეფასებით, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
"ტექნიკა უნდა იყოს იქ გამაგრებული და ეს ტექნიკა უნდა იყოს არაგაფუჭებული, ძალიან მარტივია ამის ორგანიზება, ლოჯისტიკა უნდა არსებბობდეს. ზამთარზე ვართ დამოკიდებული ძირითადად, განსაკუთღებით ახალ წლებზე, იმიტომ, რომ ახალი წლების დღეებია, რომელმაც ჩვენ ის დანაკლისები, ის ხარჯები უნდა შეავსოს, რა ხარჯებიც ჩვენ ზაფხულში გვაქვს. ეს არის ეკონომიკური და რეპუტაციული დარტყმა," - ამბობს მაია მურაჩაშვილი.
ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, სირთულეები არსებობს არა მხოლოდ ცენტრალურ გზაზე, არამედ შიდა გადაადგილებაშიც, რაც ტურისტული მომსახურების ხარისხს დამატებით აზარალებს.