საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული Ferrari-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა 81-ს შეადგენს. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსთვის საქართველოში იტალიური სპორტული მანქანების მრეწველი ბრენდის Ferrari-ს ავტომობილების რიცხოვნობა იყო 81, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის კი 64.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი Ferrari-ს მარკის ავტომობილი ქვეყნის დედაქალაქშია რეგისტრირებული.
ქვეყნის მასშტაბით Ferrari-ს ავტომობილების რაოდენობა ასე ნაწილდება:
ქ. თბილისი: 69
იმერეთი: 5
აჭარის არ: 2
ქვემო ქართლი: 2
შიდა ქართლი: 1
კახეთი: 1
სამეგრელო-ზემო სვანეთი: 1