ოფიციალური ერ-რიადისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიება საუდის არაბეთში, კერძოდ, ნეომის უდაბნოში მდებარე ტროიენას სათხილამურო კურორტზე უნდა გამართულიყო, თუმცა, საუდის არაბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2029 წლის ზამთრის აზიური ოლიმპიური თამაშები გაურკვეველი პერიოდით გადავადდება. ოფიციალურ უწყებებს ჯერ მიზეზები არ განუმარტავთ

საკითხი აზიის ოლიმპიურ საბჭოსთან შეთანხმებულია.

საუდის არაბეთს მასპინძლობის უფლება 2022 წელს მიენიჭა, ღონისძიება კი დაგეგმილ ქალაქ ნეომში უნდა ჩატარებულიყო, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სწორედ 2022 წელს დაამტკიცა ერთხმად OCA-მ საუდის არაბეთის განაცხადი თამაშებისთვის ემასპინძლა 500 მილიარდი დოლარის ღირებულების მეგაქალაქ NEOM-ში.

არსებობს ვარაუდი, რომ ლოკაციის სრულად ტექნიკურად მომზადება დათქმული დროისთვის ვერ ხერხდება.

ნეომის უდაბნოში მდებარე მთაზე ტროიენას სათხილამურო კურორტის აგების ინიციატივა პირველად საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გააჟღერა. 

2029 წლის აზიის ზამთრის თამაშები ღონისძიების მეათე გამოცემა უნდა ყოფილიყო, რომლის წინა მასპინძლებს შორის იყვნენ ჩინეთი, იაპონია და ყაზახეთი.

2034 წლის მამაკაცთა ფეხბურთის მსოფლიო თასი საუდის არაბეთში გაიმართება, ხოლო ნეომი - ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით - ერთ-ერთი დაგეგმილი ადგილი.

ტროიენას სათხილამურო კურორტზე აზიის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პარალელურად ოფიციალურმა ერ-რიადმა 2034 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების და 2030 წლის საერთაშორისო გამოფენის მოწყობის პასუხისმგებლობაც აიღო. ნეომის უდაბნოში დაგეგმილი ღონისძიების გაურკვეველი ვადით გადავადება კი აჩენს ეჭვს, თუ რამდენად მოახერხებს ქვეყანა სხვა გლობალური ღონისძიებების მასპინძლობას.