2026 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი AirlineRatings.com-მა გამოაქვეყნა. ანგარიში ჯამში 320 კომპანიას მოიცავს და ორ ინდივიდუალურ რეიტინგს ადგენს: მსოფლიოში სრული სერვისის მქონე ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები და ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები.

წელს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სრული სერვისის ავიაკომპანია Etihad-ია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპარსეთის ყურის ავიაკომპანიამ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა თვითმფრინავების კაბინების უსაფრტოების მაღალი სტანდარტით, ტურბულენტობის მართვის შესანიშნავი უნარით, ავარიების ნულოვანი რიცხვით და ფრენისას ინციდენტების ყველაზე დაბალმა მაჩვენებლით.

მეორე ადგილს Cathay Pacific-ი იკავებს, მესამეზე კი 2023 წლის ლიდერი Qantas-ია. ხუთეულს Qatar-ი და Emirates-ი ასრულებენ.

რაც შეეხება 2026 წლის ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, რეიტინგში პირველ ადგილზე კვლავ HK Express-ია. ავიაკომპანიას ინციდენტების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

რეიტინგში წელს პირველად ჩინეთის გადამზიდავი კომპანია, Spring Airlines China-იც მოხვდა.

ყველაზე უსაფრთხო სრული სერვისის ავიაკომპანიების ათეული ასე გამოიყურება:

Etihad – არაბთა გაერთიანებული საამიროები

Cathay Pacific – ჰონგ-კონგი

Qantas – ავსტრალია

Qatar Airways – კატარი

Emirates – არაბთა გაერთიანებული საამიროები

Air New Zealand – ახალი ზელანდია

Singapore Airlines – სინგაპური

EVA Air – ტაივანი

Virgin Australia – ავსტრალია

Korean Air – სამხრეთი კორეა

ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ათეული კი ასეთია:

HK Express – ჰონგ-კონგი

Jetstar Australia – ავსტრალია

Scoot – სინგაპური

FlyDubai – არაბთა გაერთიანებული საამიროები

easyJet Group – გაერთიანებული სამეფო

Southwest Airlines – აშშ

airBaltic – ლატვია

VietJet Air – ვიეტნამი

Wizz Air Group – უნგრეთი

AirAsia Group – მალაიზია

ცნობისთვის, AirlineRatings.com-ი რეიტინგის შედგენისას რამდენიმე ძირითად ფაქტორს ეყრდნობა, მათ შორისაა: ინციდენტებისა და ავარიების მაჩვენებლები, პილოტების მომზადება, საერთაშორისო უსაფრთხოების აუდიტი და ავიაკომპანიების გამჭვირვალობა. ითვალისიწნებენ ფლოტის ასაკსაც. წელს AirlineRatings.com-მა უფრო დიდი ყურადღება დაუთმო ტურბულენტობის გავლენას და მის პრევენციას მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოებაზე. შეფასების კრიტერიუმებს დაემატა ასევე ICAO-ს ქვეყნების აუდიტი, ფინანსური სტაბილურობა და ავიაკომპანიის უსაფრთხო ოპერირების ხანგრძლივობა.