Visual Capitalist-მა, ამერიკელი მეცნიერების ფედერაციის (FAS) მონაცემების საფუძველზე, იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ბირთვული ქობინების უდიდეს მარაგებს ფლობენ. FAS-ის ინფორმაციით მსოფლიოში 12 321 ბირთვული ქობინია.
ანგარიშის მიხედვით, ბირთვული იარაღის უდიდესი ნაწილი ორ სახელმწიფოს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის გადანაწილებული, რომლებიც ჯამში მსოფლიოში არსებული ქობინების 83%-ს ფლობენ.
მესამე ადგილზეა ჩინეთი. ევროპაში კი ბირთვულ ძალად რჩებიან საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო.
ბირთვული ქობინების მარაგი ქვეყნების მიხედვით (2026 წელი)
