შავ­თვა­ლე­ბა ჯუნ­კო (Junco hyemalis) ბე­ღუ­რი­სებრთა ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ეს სა­ხე­ო­ბა, რო­გორც წესი, ქა­ლა­ქებ­ში არ გვხვდე­ბა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის დიდ ნა­წილ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. თუმ­ცა, რად­გან კლი­მა­ტურ­მა კრი­ზის­მა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მათ ჰა­ბი­ტა­ტებ­ზე, ფრინ­ვე­ლებ­მა სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის უფრო ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში და­სახ­ლე­ბა და­ი­წყეს.

ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ფრინ­ვე­ლებს უფრო მოკ­ლე და უხე­ში ნის­კარ­ტე­ბი აქვთ, რაც მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა მთის ფრინ­ვე­ლე­ბის გრძე­ლი ნის­კარ­ტე­ბის­გან. თუმ­ცა, რო­დე­საც კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რებ­მა მათ კამ­პუს­ში ბი­ნა­და­რი ფრინ­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს გა­და­ხე­დეს, უც­ნა­უ­რი რამ შე­ნიშ­ნეს:

  • Covid-19 პან­დე­მი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ, 2021 და 2022 წლებ­ში გა­მო­ჩე­კილ ფრინ­ვე­ლებს უფრო გრძე­ლი ნის­კარ­ტე­ბი ჰქონ­დათ. როცა პან­დე­მი­ის შე­ზღუდ­ვე­ბი შემ­სუ­ბუქ­და და სტუ­დენ­ტე­ბი ლექ­ცი­ებს და­უბ­რუნ­დნენ, 2023 და 2024 წლებ­ში გა­მო­ჩე­კილ ფრინ­ვე­ლებს ნის­კარ­ტე­ბი კვლავ და­უ­მოკ­ლდათ.

„ჩვენ ამას ევო­ლუ­ცი­ას ნელ პრო­ცე­სად აღ­ვიქ­ვამთ“, - თქვა კვლე­ვის წამ­ყვან­მა ავ­ტორ­მა, დი­ა­მან­ტმა - "ვფიქ­რობ­დით, რომ ეს, ალ­ბათ, ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო იქ­ნე­ბო­და პო­პუ­ლა­ცი­ის ცვლი­ლე­ბის და­სა­ნა­ხად... ამი­ტომ, მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­ხედ­ვი­სას ნამ­დვი­ლად გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი დავ­რჩით... რო­დე­საც წლი­დან წლამ­დე შე­და­რე­ბა გა­ვა­კე­თე, სა­ო­ცა­რი იყო, თუ რამ­დე­ნად მკვეთ­რი იყო ცვლი­ლე­ბა“.

ავ­ტო­რე­ბი ფრინ­ვე­ლე­ბის სის­ხლი­დან გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ, რათა და­ად­გი­ნონ, ნის­კარ­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გია თუ არა.

  • სწრა­ფი ევო­ლუ­ცია

ჩარლზ დარ­ვინ­მა ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი 1835 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­დე­საც შე­ნიშ­ნა, რომ ეკ­ვა­დო­რის სა­ნა­პი­როს­თან, გა­ლა­პა­გო­სის კუნ­ძუ­ლებ­ზე მცხოვ­რებ სკვინ­ჩებს სხვა­დას­ხვა ფორ­მის ნის­კარ­ტი ჰქონ­დათ, რაც მათ გან­სხვა­ვე­ბულ საკ­ვე­ბის წყა­როს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1970-იან წლებ­ში, ამ კუნ­ძუ­ლებ­ზე მცხოვ­რებ სკვინ­ჩებს გვალ­ვის შე­დე­გად სწრა­ფი ევო­ლუ­ცია აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. გვალ­ვის დროს უფრო დიდი ნის­კარ­ტის მქო­ნე ფრინ­ვე­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­დარ­ჩე­ნა­ში, რად­გან მათ შე­ეძ­ლოთ მშრალ მი­წა­ზე ნა­პოვ­ნი უფრო მა­გა­რი თეს­ლის ჭამა. ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის, ხელ­საყ­რე­ლი თვი­სე­ბე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცე­სის შე­დე­გად, შემ­დეგ თა­ო­ბას უფრო დიდი ნის­კარ­ტი ჰქონ­და.

წყა­რო:

www.ambebi.ge