ექი­მე­ბის თქმით, "შე­უძ­ლე­ბე­ლი მიღ­წე­უ­ლია" - ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე მურ­ფილდსის სა­ა­ვად­მყო­ფო მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი კლი­ნი­კაა, სა­დაც ინი­ექ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, თა­ვი­დან აი­ცი­ლეს სიბრმა­ვე ჰი­პო­ტო­ნი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში.

  • ჰი­პო­ტო­ნი­ის დროს თვა­ლის კაკ­ლის შიგ­ნით წნე­ვა სა­ხი­ფა­თოდ და­ბა­ლია, რაც მის თვით­შე­კუმ­შვას იწ­ვევს. ზოგ­ჯერ ეს თვა­ლის ოპე­რა­ცი­ის ან გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გვერ­დი­თი ეფექ­ტია. მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა დაბრმავ­დნენ.

აქამ­დე, ექი­მე­ბი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ სტე­რო­ი­დებს და სი­ლი­კო­ნის ზეთს იყე­ნებ­დნენ. თუმ­ცა, მათი ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის და მხედ­ვე­ლო­ბას არ აღად­გენს.

მურ­ფილდსის ექ­სპერ­ტებ­მა გა­და­წყვი­ტეს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა გა­მო­ე­ცა­დათ და ამის­თვის ჰიდ­რო­ქ­სიპ­რო­პილ მე­თილ­ცე­ლუ­ლო­ზი გა­მო­ი­ყე­ნეს. თუმ­ცა, მისი ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის ნაც­ვლად, გუნ­დმა გა­და­წყვი­ტა, რომ ის თვა­ლის ძი­რი­თად ნა­წილ­ში, თე­რა­პი­ის ახა­ლი ტი­პის სა­ხით შე­ეყ­ვა­ნათ.

მათ ამ დრო­ის­თვის 35 პა­ცი­ენტს უმ­კურ­ნა­ლეს და პირ­ვე­ლი რვა პა­ცი­ენ­ტის შე­დე­გე­ბი British Journal of Ophthalmology-ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

  • ერთ-ერთი პა­ცი­ენ­ტი 47 წლის ნიკი გაია, რო­მე­ლიც თა­ვის ის­ტო­რი­ას BBC-ს უზი­ა­რებს.

„ამან ცხოვ­რე­ბა შე­მიც­ვა­ლა. ყვე­ლა­ფე­რი და­მიბ­რუ­ნა. ვხე­დავ, რო­გორ იზ­რდე­ბა ჩემი შვი­ლი" - ამ­ბობს ის - "თუ მხედ­ვე­ლო­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­მი­ნარ­ჩუნ­დე­ბა, ეს მარ­თლაც ბრწყინ­ვა­ლე იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვე­ღა­რას­დროს შევ­ძლო მან­ქა­ნის მარ­თვა, მაგ­რამ ამას შე­ვე­გუ­ე­ბი!“

ნი­კის მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა 2017 წელს, შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ და­ე­წყო. მას თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­ჯვე­ნა თვალ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­ლი­კო­ნის ზეთი შე­უყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო.

წყა­რო:

www.ambebi.ge