სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს 700 ათასამდე რეზიდენტმა გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. მათგან უცხოეთში განხორციელებული ვიზიტები 3,5 მილიონს აჭარბებს. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 3,4% პროცენტია.

ტურისტული ვიზიტები წლიურ ჭრილში 8,6%-ითაა გაზრდილი და 360 ათასი ერთეულს უტოლდება.

ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ წელს აპრილი-ივნისის ინტერვალში ყველაზე მეტად საქართველოს რეზიდენტები თურქეთს სტუმრობდნენ (საერთო ვიზიტორების 39%), მეორე ადგილზე რუსეთია (18%), მესამეზე – ევროკავშირის ქვეყნები (16%), ხეთეულში შედიან ასევე სომხეთი (11,9%) და აზერბაიჯანი (2,6%).