ბორტზე შინაური ცხოველები შესაძლოა ბარგად ჩაითვალოს. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის სასამართლომ მიიღო, ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანიებს არ მოეთხოვებათ უფრო მაღალი კომპენსაციის გადახდა ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერმინი „პირები“ შეესაბამება ტერმინს „მგზავრები“, შესაბამისად, შინაური ცხოველი ვერ ჩაითვლება „მგზავრად“. ეს ნიშნავს, რომ ცხოველი შედის „ბარგის“ კატეგორიაში და მისი დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება ექვემდებარება იმავე წესებს, რომლებიც ბარგთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე ვრცელდება.
სასამართლომ ეს საქმე მას შემდეგ განიხილა, რაც 2019 წელს ბუენოს აირესიდან ბარსელონამდე ფრენისას ძაღლი დაიკარგა და მფლობელმა ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. მგზავრი ავიაკომპანიისგან 5 ათას ევროს მოითხოვდა, ამ საქმეზე სასამართლო დავა ექვს წელს გაგრძელდა.
s