ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტის მიერ შესრულებული ნახატი აუქციოზე რეკორდულ ფასად 1.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას People ავრცელებს.

ნახატზე ცნობილი ანალიტიკოსი მეორე მსოფლიო ომის კრიპტოანალიტიკოსი ალან ტურინგია გამოსახული.

სოტბის აუქციონის წარმომადგენლების ინფორმაციით, ნახატზე, სახელწოდებით, „ეი აის ღმერთი“ 27 ბიდი განხორციელდა. ნახატის საწყისი ფასი 120 000 დოლარი იყო.

მათემატიკოსი ტურინი კომპიუტერული მეცნიერებების პიონერი იყო და მას ხელოვნური
ინტელექტის მამად მოიხსენიებენ.

აღსანიშნავია, რომ Ai-Da რობოტი პირველი ჰუმანოიდი რობოტია, რომლის ნამუშევარიც აუქციონზე გაიყიდა.

წყარო: იმედინიუსი