სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 926.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 5 422.5 მლნ დოლარია (+22.1%), ხოლო იმპორტი - 12 504.4 მლნ დოლარი (+3.4%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7 081.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5%-ია.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8% იყო. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია - ყირგიზეთი (577.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (543.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (500.7 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულშია: თურქეთი (1 918.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 531.8 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 510.5 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.7% იყო. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 247.5 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (2 042.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2 032.5 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 347.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9 პროცენტია. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 688.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 403.1 მლნ. აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც 2026 წლის იანვარ-აგვისტოში მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტმა 2 364.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 164.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 468.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).