რუსეთში 18-20 სექტემბერს სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩატარდა - ეს ქვეყნის პირველი საპარლამენტო არჩევნებია 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ დაახლოებით 58%-ით ლიდერობს.
მეორე ადგილზე „კომუნისტური პარტიაა“, დაახლოებით 14%-ით, შემდეგ კი „ლიბერალ-დემოკრატები“, „ახალი ხალხი“ და „სამართლიანი რუსეთი“ მოდიან.
არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით ამომრჩეველთა 57%-მდე მიიღო. ამ არჩევნებში საზღვარგარეთ მცხოვრებმა ათასობით რუსმაც მისცა ხმა - მათ შორის ბევრმა ეს პუტინისა და უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის ფორმად გამოიყენა. Reuters-ის ცნობით, განსაკუთრებით აქტიური იყვნენ რუსები, რომლებიც ბოლო წლებში სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და ევროპის ქვეყნებში გადავიდნენ. მათი ნაწილი თავადაც აღიარებდა, რომ ხმას შესაძლოა არჩევნების შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონოდა, თუმცა მონაწილეობას მაინც სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდა.
არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო, მათ შორის იმიტომ რომ ანტისაომარი კანდიდატების უმეტესობას რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მონაწილეობის უფლება არ მიეცათ. ხოლო ლიბერალური პარტია „იაბლოკო“ ბიულეტენებიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით ამოიღეს.
არჩევნები მკაცრად კონტროლირებად გარემოში ჩატარდა. დამკვირვებლები და ოპოზიციური პარტიები საუბრობდნენ საარჩევნო უბნებზე დაშვების შეზღუდვაზე, ბიულეტენების შესაძლო ჩაყრაზე და ამომრჩევლებზე ზეწოლაზე. ერთ-ერთ შემთხვევაში სანქტ-პეტერბურგში პოლიციამ ოპოზიციონერი დამკვირვებელი დააკავა და, პარტიის განცხადებით, ძალა გამოიყენა.
კენჭისყრას თან ახლდა უკრაინის მხრიდან დრონებით მასშტაბური თავდასხმებიც და რუსეთის საარჩევნო სისტემებზე კიბერშეტევები. მოსკოვის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმები არჩევნების შეფერხებას ისახავდა მიზნად.
საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების შედეგები კრემლისთვის მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო.