რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 50 თეთრით მოიმატა და 2.50 ლარის ნაცვლად, მგზავრობის საფასური 3 ლარი გახდა.
მგზავრების ინფორმაციით, ახალი ტარიფი კომპანია „ინტერტრანსის“ მიერ თბილისის მიმართულებით მომსახურების ყველა მარშრუტზე მოქმედებს.
ტარიფის ზრდის მიზეზად საწვავის ფასის მატება სახელდება.