11 სექტემბერს, მიკრობანკმა ემბისიმ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პლატფორმა “ფინედუს” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში: „ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან სასკოლო ოთახამდე“, რომელიც ამ მიმართულებით საფინანსო სექტორის გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა.

კონფერენციის ფარგლებში, მიკრობანკი ემბისის საოპერაციო დირექტორი, ეთო ჩაჩიბაია, ჩაერთო პანელურ დისკუსიაში - “საფინანსო სექტორის როლი მომავალი თაობის ფინანსურ განათლებაში”, სადაც ისაუბრა ემბისის მიერ განხორციელებულ ფინანსური განათლების პროექტებზე, სკოლებთან თანამშრომლობის გამოცდილებასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ფინანსური განათლების ეროვნულ ხედვასა და სკოლაში ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და რესურსებზე.

მიკრობანკი ემბისი 2021 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“.

„ფინანსურად გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა ემბისის კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია. საფინანსო სექტორისთვის გაცნობიერებული მომხმარებელი, თავისი თანმიმდევრული გადაწყვეტილებებით, ნაკლებად რისკიან გარემოს ქმნის. ამიტომ სკოლებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობის ფინანსური ცნობიერების ამაღლებაში და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სტაბილური და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას,“ - აღნიშნა მიკრობანკი ემბისის საოპერაციო დირექტორმა, ეთო ჩაჩიბაიამ.

აღსანიშავია, რომ 2026 წლის აპრილისა და მაისის თვეში, ემბისის 15-მდე თანამშრომელმა, საქართველოს 4 რეგიონში (ბათუმი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი) 15 გაკვეთილი ჩაატარა, რომელსაც 350-მდე მოსწავლე დაესწრო.

„ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით ვუჭერთ მხარს ისეთ პროექტებს, სადაც ნათლად ვხედავთ ჩვენი ჩართულობის ღირებულებას და აზრს. ფინანსური განათლება კი სწორედ ის თემაა, რომელიც ემბისის კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს,“ - აღნიშნა მიკრობანკი ემბისის საოპერაციო დირექტორმა, ეთო ჩაჩიბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კონფერეციამ, სკოლებში ფინანსური განათლების განვითარების და სექტორთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, გააერთიანა საფინანსო სექტორის, განათლებისა და საჯარო სფეროს წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა ფინანსური განათლების მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტებისა და გამარჯვებულის დაჯილდოება.