სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა Huawei-მ და China Unicom-მა გაუშვეს (ჰებეის პროვინციაში, პეკინის მახლობლად) პირველი ფართოზოლოვანი 10G ქსელი. ეს შესაძლებელი გახდა 50G PON ტექნოლოგიის გამოყენებით - მსოფლიოში პირველი მსგავსი გამოგონებით, იტყობინება საიტი Mydrivers.

ახალი ქსელის ჩამოტვირთვის სიჩქარე აღწევს 9834 მეგაბიტს წამში, ხოლო ატვირთვისა - 1008 მეგაბიტს წამში, სტაბილური დაყოვნება მხოლოდ სამი მიკროწამია.

ინფრასტრუქტურა გათვლილია გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მასშტაბურ რესურსებს საჭიროებენ. კერძოდ, საუბარია ღრუბლოვან სერვისებზე, ასევე ვირტუალური და გაძლიერებული რეალობის აპლიკაციების შესახებ.

2025 წლის იანვრის მდგომარეობით, ჩინეთში მოქმედებს 5G-ის 4 მილიონზე მეტი საბაზო სადგური - უფრო მეტი, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

PON (Passive Optical Network) - პასიური ოპტიკური ქსელი. ეს არის ოპტიკურ ბოჭკოზე დაფუძნებული ქსელი, რომელიც გამოიყენება ფართოზოლოვანი ინტერნეტის, ტელევიზიისა და ტელეფონის მიწოდებისთვის.

მთავარი მახასიათებლები:

  • პასიური არქიტექტურა: ქსელში არ არის საჭირო აქტიური ელექტრონული მოწყობილობები (როგორიცაა გამაძლიერებლები) ოპტიკურ ბოჭკოზე მომხმარებლამდე მისასვლელ გზაზე. ეს ამცირებს ტექნიკურ ხარჯებს და ზრდის საიმედოობას;
  • ცენტრალიზებული გაყოფა: ერთი ოპტიკური ბოჭკო ცენტრალური ოფისიდან (OLT - Optical Line Terminal) იყოფა ბევრ მომხმარებელზე (ONT/ONU - Optical Network Terminal/Unit) splitter-ების მეშვეობით, რაც ერთიანი ინფრასტრუქტურის ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა.

ქვეტექნოლოგიები:

  • GPON (Gigabit PON): ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი სიჩქარის გადაცემას;
  • EPON (Ethernet PON): დაფუძნებულია Ethernet ტექნოლოგიაზე;
  • XG-PON / XGS-PON: შემდეგი თაობის უფრო მაღალი გამტარობის მქონე ვერსიები.

შედარებით უპირატესობები:

  • დაბალი დანახარჯი ოპერირებაში;
  • ნაკლები ტექნიკური მომსახურება;
  • მაღალი გამტარობა;
  • მასშტაბურობის კარგი შესაძლებლობა.

წყარო: "რადიო თავისუფლება