Toyota-ს ქარხნების ავტომატიზაციამ შესაძლოა, 2028 წლიდან წლიურად 6.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს. ავტომწარმოებელი ცდილობს, წარმოებაში მეტი რობოტი და ავტომატური სისტემა დანერგოს, რათა გარკვეული სამუშაოები ადამიანების ნაცვლად ან მათთან ერთად ტექნოლოგიებმა შეასრულონ.

როგორც როიტერსი წერს, Toyota-ს შეფასებით, საწარმოო პროცესების სრულად ავტომატიზაციისთვის დაახლოებით 400 000 რობოტი იქნება საჭირო. პროცესი მოიცავს როგორც არსებული ტექნიკის ჩანაცვლებას, ისე ახალი დანადგარების მონტაჟს — მათ შორის გამოიყენება როგორც ჰუმანოიდური, ისე არაჰუმანოიდური ტიპის რობოტები.

Bernstein-ის ანალიტიკოსების შეფასებით, რობოტიკის მიმართულებაზე Toyota-ს მზარდმა ფოკუსმა შესაძლოა ინვესტორებს კომპანიის ზრდის ისეთი  პოტენციალი აჩვენოს, რომელიც ტრადიციული ავტომობილების ბიზნესს სცდება.

წყარო:bp.ge