თბილისში დევნილებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ბინა 1600 ოჯახს გადაეცა.
„ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა. მთლიანობაში მასში ჩაიდო 280 მლნ ლარის ინვესტიცია და თბილისში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი შეიქმნა.
პროექტი მოიცავს 11 კორპუსს, 2400-ზე მეტ ბინას. 4 შენობაში მოსახლეობის ნაწილი უკვე შესახლდა, დღეს კი 1600 ოჯახი იწყებს ცხოვრებას კომპლექსის ახალ, მშვიდ ბლოკში.
დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება.
ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება რეგიონებში - რუსთავში 800 დევნილისთვის 4 კორპუსი შენდება, ზუგდიდში 1700 ბინა 7 ახალ კორპუსში იქნება უზრუნველყოფილი, ბორჯომში ახალ სახლებს 150 დევნილი მიიღებს - ეს არის მასშტაბური პროექტი და მიზანია, ყველა დევნილი ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.