სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიც რომ ნახოთ, იქ ნებისმიერი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება, ყოველთვის წყდება მმართველ საბჭოებთან ერთად - ბუნდოვანებას იწვევს ის ფაქტი, რომ თუ ყველაფერი უცვლელად რჩება, რა არის გაერთიანების მიზანი?! - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან დიდ გაუგებრობას და ქაოსს იწვევს სტუდენტებში ის, თუ როგორ მოხდება ავტორიზაციის და აკრედიტაციის საკითხები.
„ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიც რომ ნახოთ, იქ ნებისმიერი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება, ყოველთვის წყდება მმართველ საბჭოებთან ერთად. ეს არის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭო, ასევე ფაკულტეტის საბჭოები. მე რამდენადაც ვიცი, არცერთი მათგანის შემთხვევაში არ ყოფილა არანაირი საუბარი აღნიშნულ თემაზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს ნამდვილად რეგულირდება. ჩვენი წესის მიხედვით, ჩვენს შემთხვევაში რეორგანიზაციის ნებართვა აუცილებლად უნდა გასცენ მმართველმა საბჭოებმა - ეს არის აკადემიური წარმომადგენლობითი საბჭო და ფაკულტეტის საბჭო. ძალიან დიდი გაუგებრობას და ქაოსს იწვევს სტუდენტებში როგორ მოხდება ავტორიზაციის, აკრედიტაციის საკითხები, ვინაიდან ის უნივერსიტეტი, რომელიც დაფუძნდება, ახალი უნივერსიტეტი იქნება”,- აღნიშნა ნინო დობორჯგინიძემ.
ipn.ge