პორტუგალიაში ქარიშხალ „კრისტინის“ შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთ ტერიტორიები დააზიანა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, დახურულია სკოლები, დაზიანებულია შენობები და მნიშვნელოვნად შეფერხებულია მოძრაობა.

850 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩე. როგორც მედია წერს, პორტუგალიის შემდეგ, ქარიშხალმა „კრისტინმა“ ესპანეთისკენ გადაინაცვლა.

1tv.ge