The Guardian-ის ცნობით, აზიის რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებმა გაძლიერებული სკრინინგის ზომები დანერგა მას შემდეგ, რაც ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში, ნიპას ვირუსის ინფექციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინდოეთიდან ჩამოსული მგზავრები ტაილანდში, ნეპალსა და ვიეტნამში ცალ-ცალკე შემოწმდებიან. ჩინეთმა კი სასაზღვრო რაიონებში პრევენციული ზომები გააძლიერა.

თუმცა, თავის მხრივ, ინდოეთმა შემთხვევების ზრდის შესახებ ინფორმაცია „სპეკულაციურ და არაზუსტი“ უწოდა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნიპას ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ინფიცირებულთა მდგომარეობის შესახებ დეტალები არ ხმაურდება. 

ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფ თითქმის 200 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და ახალი აფეთქებები არ დაფიქსირებულა.

ცნობისთვის, ნიპას ვირუსი ზოონოზური ინფექციაა, რაც ნიშნავს, რომ იგი ცხოველებიდან ადამიანზე გადადის. მისი ძირითადი მატარებლები არიან ხილის ღამურები და ღორები. გლობალური კვლევების მიხედვით, სიკვდილი დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 40–75 %-ში ფიქსირდება.