აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა (FED) რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 3.5%-დან 3.75%-მდე დიაპაზონში შეინარჩუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბანკო კრედიტის ხარჯი მსესხებლებისთვის არ გაიზრდება.
FED-ის პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში შეისწავლის ეკონომიკურ მონაცემებს, რათა დადგინდეს, საჭიროა თუ არა განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა, რომელიც დაჟინებით ითხოვს, რომ FED-მა საპროცენტო განაკვეთი შეამციროს.