გელათის კურთხევიდან 900 წლისთავია ეს წელი, - ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს და "თეთრ სუდარაში" გახვეულ გელათის ტაძრის ფოტოს აქვეყნებს. 

"ტაძარი 1126 წელს მეფე დემეტრე პირველის გამეფებიდან ერთ წელში ეკურხა. მისი ამგები, დიდგორის დიდებული ომის მომგები დავით მეოთხე ტაძრის კურთხევას ვერ მოესწრო. ის 1125 წელს გარდაიცვალა. გელათი ამ დიდი მეფის უდიდესი მემკვიდრეობაა, რომელსაც ბოლო წლებში არაკომპეტენტურობითა თუ შეგნებულად, დაუდევრობითა თუ გამოყოფილი ფულის შესაძლო გაფლანგვით დიდი ზიანი მივაყენეთ. დგას დღეს ტაძარი თეთრებში შეფუთული და ელის 900-წლიანი დიდებულების გამობრწყინებას..." - წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, არასწორი ან პრობლემური სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გელათს წყლის შეღწევისა და მხატვრობის დაზიანების სერიოზული პრობლემა შეექმნა, რასაც UNESCO და ICOMOS წლების განმავლობაში აკვირდებიან.