ლიმა 2026 წელს მსოფლიოს საუკეთესო კულინარიულ ქალაქად დასახელდა. რეიტინგი Time Out-მა 24 000-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვისა და გამოცემის საერთაშორისო კვების ექსპერტების შეფასებების საფუძველზე შეადგინა.

კვლევის ფარგლებში ადგილობრივებს სთხოვეს შეეფასებინათ საკუთარი ქალაქის კვების სცენის ხარისხი, რესტორნებში კვების ხელმისაწვდომობა და ის მიმართულებები, რომლებშიც მათი ქალაქი განსაკუთრებით გამოირჩევა. შემდეგ მიღებული შედეგები Time Out-ის რედაქტორებისა და კვების კრიტიკოსების შეფასებებს შეუთავსეს.

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • ლიმა, პერუ

  • ბანგკოკი, ტაილანდი

  • მეხიკო, მექსიკა

  • ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

  • ბარსელონა, ესპანეთი

  • ჰოშიმინი, ვიეტნამი

  • მელბურნი, ავსტრალია

  • პეკინი, ჩინეთი

  • ათენი, საბერძნეთი

  • ლისაბონი, პორტუგალია.

ლიმაში გამოკითხულთა 80%-მა ქალაქის კვების სცენის ხარისხი დადებითად შეაფასა, ხოლო 85%-მა აღნიშნა, რომ გარეთ კვება ხელმისაწვდომია. ამ უკანასკნელი მაჩვენებლით ლიმა რეიტინგში ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად დასახელდა.

ლონდონმა ადგილობრივებისგან კვების ხარისხის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. გამოკითხული ლონდონელების 96%-მა ქალაქში კვების შესაძლებლობები „კარგად“ ან „შესანიშნავად“ შეაფასა. თუმცა მხოლოდ 42% მიიჩნევს, რომ ქალაქში გარეთ კვება იაფია.

ევროპული ქალაქებიდან პირველ ათეულში ოთხი მოხვდა: ლონდონი, ბარსელონა, ათენი და ლისაბონი.

წყაროები:


https://www.timeout.com/uk/travel/worlds-best-cities-for-food-2026


https://www.euronews.com/travel/2026/06/08/the-worlds-best-cities-for-food-have-been-revealed-by-time-out-and-four-are-in-europe