ტრამპი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ახალი სტრუქტურისა და „AI czar“-ის შექმნას გეგმავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ახალი სტრუქტურის — „AI Force“-ის შექმნასა და ამ მიმართულების კურატორის, ე.წ. „AI czar“-ის დანიშვნას გეგმავს.

Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის განცხადება ვაშინგტონში ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებული რისკების გამო მზარდი შეშფოთების ფონზე გაკეთდა.

აშშ-ის კანონმდებლებისა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს.

ახალი სტრუქტურისა და კურატორის შესაძლო ფუნქციები, ასევე „AI Force“-ის შექმნის კონკრეტული ვადები, ტრამპს დეტალურად არ დაუკონკრეტებია.