ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, მკვლევ­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ატ­მოს­ფე­რო, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის მსგავს, კლდო­ვან პლა­ნე­ტას აკ­რავს გარს.

  • თა­ვად პლა­ნე­ტა შო­რე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვის ე.წ. სა­სი­ცო­ცხლო ზო­ნა­ში (habitable zone) ბრუ­ნავს. მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს აღ­მო­ჩე­ნა იმის ყვე­ლა­ზე მყარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს, რომ ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის მიღ­მა შე­საძ­ლოა, დე­და­მი­წის მსგავ­სი პი­რო­ბე­ბის მქო­ნე სამ­ყა­რო­ე­ბი არ­სე­ბობ­დეს.

  • ამ დრო­ის­თვის ატ­მოს­ფე­რო­ში მხო­ლოდ ჰე­ლი­უ­მის არ­სე­ბო­ბა და­ფიქ­სირ­და, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის­თვის ხელ­საყ­რელ აირს არ წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ იქ სხვა აი­რე­ბიც მო­ი­პო­ვე­ბო­დეს.

“ეს უზარ­მა­ზა­რი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი და პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც სხვა ვარ­სკვლა­ვის სა­სი­ცო­ცხლო ზო­ნა­ში მყოფ კლდო­ვან პლა­ნე­ტა­ზე ატ­მოს­ფე­რო აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ", - გა­ნა­ცხა­და კვლე­ვის წამ­ყვან­მა ავ­ტორ­მა, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტორ­მა კო­ლინ ჩე­რუ­ბიმ­მა.

  • პლა­ნე­ტა, სა­ხე­ლად LHS 1140 b, დე­და­მი­წი­დან 48 სი­ნათ­ლის წლით არის და­შო­რე­ბუ­ლი და გარს უვ­ლის წი­თელ ვარ­სკვლავს, რო­მე­ლიც ჩვენს მზე­ზე ბევ­რად პა­ტა­რა და ცი­ვია.

დღემ­დე შო­რე­ულ ვარ­სკვლა­ვებ­თან 6 000-ზე მეტი პლა­ნე­ტაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ეს მიგ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გან ერთი ნა­ბი­ჯით გვა­ახ­ლო­ებს მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერთ უდი­დეს მი­ზან­თან: სხვა სამ­ყა­რო­ში სი­ცო­ცხლის აღ­მო­ჩე­ნას­თან.

ჟურ­ნალ “Science“-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში მკვლევ­რე­ბი მკა­ფი­ოდ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ სი­ცო­ცხლის კვა­ლის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­უგ­ნი­ათ. პლა­ნე­ტას სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად წყა­ლი სჭირ­დე­ბა, წყლის არ­სე­ბო­ბის­თვის კი იგი თა­ვი­სი ვარ­სკვლა­ვი­დან ოპ­ტი­მა­ლუ­რი მან­ძი­ლით უნდა იყოს და­შო­რე­ბუ­ლი და ზო­მი­ე­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის ე. წ. სა­სი­ცო­ცხლო ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­დეს. მეც­ნი­ე­რებ­მა ამ არეს ცნო­ბი­ლი ზღაპ­რის გმი­რის პა­ტივ­სა­ცე­მად “Goldilocks zone“ უწო­დეს.

  • სხვა­დას­ხვა ვარ­სკვლა­ვის სა­სი­ცო­ცხლო ზო­ნა­ში ამ დრო­ის­თვის ასო­ბით პლა­ნე­ტაა ნა­პოვ­ნი, თუმ­ცა მათ­გან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლია ჩვე­ნი დე­და­მი­წის მსგავ­სად პა­ტა­რა და კლდო­ვა­ნი, რაც სი­ცო­ცხლის წარ­მოქ­მნის­თვის კი­დევ ერთი აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს. აქამ­დე ამ პლა­ნე­ტე­ბი­დან ატ­მოს­ფე­რო არ­ცერ­თს არ აღ­მო­აჩ­ნდა.

LHS 1140b ერ­თა­დერ­თი სამ­ყა­რო არ არის, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რე­ბი სი­ცო­ცხლის ძი­ე­ბი­სას აკ­ვირ­დე­ბი­ან. K2-18b-მ, “სუბ-ნეპ­ტუ­ნის“ ტი­პის პლა­ნე­ტამ, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ წყლით მდი­და­რი წი­ა­ღით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მა­შინ მი­ი­პყრო, რო­დე­საც მეც­ნი­ე­რებ­მა მას­ზე დი­მე­თილ­სულ­ფი­დის კვა­ლი შე­ნიშ­ნეს. დე­და­მი­წა­ზე ეს აირი ზღვის ფა­უ­ნას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, 2025 წელს NASA-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბულ­მა ხე­ლა­ხალ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ აირი ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იქ­მნას.

წყა­რო www.ambebi.ge