“ფუნ­და­მენ­ტუ­რად ახა­ლი“ ტი­პის ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ვირუ­სე­ბის ფარ­თო სპექტრის­გან დაგ­ვიც­ვას და თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლოს მო­მა­ვა­ლი პან­დე­მი­ე­ბი, მვლევ­რებ­მა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი (AI) გა­მო­ი­ყე­ნეს.

კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა გუნ­დი აცხა­დებს, რომ ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი მთლი­ა­ნად ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა შექ­მნა და მისი ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­მოც­და უკვე და­ი­წყო. ვაქ­ცი­ნა შექ­მნი­ლია იმის­თვის, რომ იმოქ­მე­დოს ყვე­ლა კო­რო­ნა­ვირუს­ზე - მათ შო­რის კო­ვი­დის ყვე­ლა ვა­რი­ანტზე და იმ ვირუ­სებ­ზეც, რომ­ლე­ბიც ცხო­ვე­ლებს აა­ვა­დე­ბენ, თუმ­ცა შე­საძ­ლოა მო­მა­ვა­ლი პან­დე­მი­ის მი­ზე­ზი გახ­დნენ.

კვლე­ვა ჯერ ად­რე­ულ ეტაპ­ზეა, თუმ­ცა ჯგუ­ფი უკვე მუ­შა­ობს ცალ­კე­ულ ვაქ­ცი­ნებ­ზე გრი­პი­სა და ებო­ლას წი­ნა­აღ­მდეგ.

  • რო­გორ მუ­შა­ობს ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გია?

ჩვე­უ­ლებ­რივ, ვაქ­ცი­ნე­ბი ვირუ­სის არ­სე­ბუ­ლი შტა­მის ბა­ზა­ზე იქ­მნე­ბა. ვი­ნა­ი­დან ვირუ­სე­ბი სწრა­ფად მუ­ტა­ცი­ას გა­ნიც­დი­ან და იც­ვლი­ან იერ­სა­ხეს, ვაქ­ცი­ნე­ბი მალე ძველ­დე­ბა, რის გა­მოც კო­ვი­დი­სა და ზამ­თრის გრი­პის ვაქ­ცი­ნე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­ნახ­ლე­ბაა სა­ჭი­რო.

“ჩვენ ყო­ველ­თვის ჩა­მოვ­რჩე­ბით. ჩვე­ნი მი­ზა­ნი კი მოვ­ლე­ნებ­ზე წინ­სწრე­ბაა“, - აცხა­დებს კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ჯო­ნა­თან ჰინი.

კემ­ბრი­ჯელ­მა მკვლე­ვა­რებ­მა აი­ღეს სხვა­დას­ხვა კო­რო­ნა­ვირუ­სის ცნო­ბი­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ტენ­ცი­უ­რი ვირუ­სუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის სათ­ვალ­თვა­ლო პროგ­რა­მებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს. ეს კო­დე­ბი ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა გა­ა­ა­ნა­ლი­ზა და შექ­მნა “სუ­პერ-ან­ტი­გე­ნი“ (ან­ტი­გე­ნი ვაქ­ცი­ნის ის ნა­წი­ლია, რო­მელ­ზეც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა რე­ა­გი­რე­ბას სწავ­ლობს). ეს ან­ტი­გე­ნი იმუ­ნურ სის­ტე­მას ისე წვრთნის, რომ ის ვირუ­სე­ბის მთე­ლი ოჯა­ხის­გან იცავს ორ­გა­ნიზმს — მა­ში­ნაც კი, თუ ვირუ­სი მუ­ტირ­დე­ბა ან ახა­ლი ინ­ფექ­ცია ცხო­ვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­და­ვა.

  • ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბი

პირ­ვე­ლი კვლე­ვა 39 ადა­მი­ან­ზე ჩა­ტარ­და და მისი მი­ზა­ნი იმის შე­მოწ­მე­ბა იყო, არის თუ არა ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხო.

ჟურ­ნალ “Journal of Infection“-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ვაქ­ცი­ნის გავ­ლე­ნა იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე “ზო­მი­ე­რი“ იყო, თუმ­ცა ამან მეც­ნი­ე­რებ­ში მა­ინც დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მე­ო­რე კვლე­ვა, რო­მელ­შიც 200-მდე ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, უფრო ნა­თელ სუ­რათს მოგ­ვცემს იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად კარ­გად წვრთნის ვაქ­ცი­ნა იმუ­ნი­ტეტს.

სა­უ­თ­ჰემპტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა საულ ფა­უს­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ AI-ს ნამ­დვი­ლად აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ვირუ­სე­ბი სწრა­ფად იც­ვლე­ბი­ან.

  • რა გეგ­მე­ბი აქვთ მეც­ნი­ე­რებს?

კემ­ბრი­ჯის გუნ­დი უკვე ატა­რებს კვლე­ვებს ცხო­ვე­ლებ­ზე უნი­ვერ­სა­ლუ­რი სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რი ადაპ­ტა­ცია არ დას­ჭირ­დე­ბა. ასე­ვე მუ­შა­ო­ბენ H5N1 (ფრინ­ვე­ლის გრი­პის) ვაქ­ცი­ნა­ზე.

გარ­და ამი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი ეძე­ბენ ვაქ­ცი­ნას ვირუ­სუ­ლი ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბის­თვის, მათ შო­რის ებო­ლას სა­ხე­ო­ბე­ბის­თვის.

წყა­რო

www.ambebi.ge