მერაბ სანოძე, ლიზი რამიშვილი და ასოციაციის ასზე მეტი წევრი GNRA-ის კრებას 5 მარტს მაინც გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ GNRA-ს წევრები ავრცელებენ.
"გაცნობებთ, რომ GNRA-ის გამგეობის და თავმჯდომარის მხრიდან 5 მარტს დაგეგმილი კრების ჩაშლის მცდელობის მიუხედავად კრება მაინც გაიმართება.
GNRA-ის კრება ჩატარდება 2024 წლის 5 მარტს, 12:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, ბიზნეს-ცენტრი „რეგუსი“, მე-2 ბლოკი, მე-2 სართული, 0186, თბილისი, საქართველო
ასევე, საჯაროდ მოვუწოდებთ GNRA-ის თავმჯდომარეს გვანცა ბაიდოშვილსა და გამგეობის წევრებს მარიამ ღუბიანურსა და ნანა გაბელაშვილს, რომ გამოცხადნენ აღნიშნულ კრებაზე და ნუ შეუშლიან ხელს სამართლიან პროცესს, რომ ჩვენივე დაფუძნებულ ასოციაციაში განვახორციელოთ ჩვენი უფლებები და დემოკრატიული პრინციპების დაცვით მივიღოთ გადაწყვეტილებები.
კრებაზე შემოთავაზებული დღის წესრიგია:
1. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი წევრების დამტკიცება.
2. ასოციაციის გამგეობის მოქმედი წევრების და ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა.
3. ასოციაციის გამგეობის ახალი წევრების არჩევა.
4. ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევა.
გამგეობის წევრობის შემოთავაზებული კანდიდატები არიან:
1. მერაბ სანოძე
2. ნოდარი მაწკეპლაძე
3. ანა გოგობერიშვილი
ასოციაციის თავმჯდომარეობის შემოთავაზებული კანდიდატია მერაბ სანოძე.
ასევე, შემოთავაზებულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის შემდეგი კანდიდატები:
1. ანი სარაჯიშვილი
2. ლიზი ხვადაგიანი
3. ლიზი რამიშვილი" - აღნიშნულია განცხადებაში.