რომის პაპი ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს, აღდგომის ორშაბათს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ვატიკანის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, წმინდა მამა დილით, ადგილობრივი დროით 07:35 საათზე, საკუთარ რეზიდენციაში – კასა სანტა მარტაში  მშვიდად მიიცვალა.

პაპ ფრანცსკეს გარდაცვალების შემდეგ „კონკლავის“ ნახვები 283%-ით გაიზარდა. კომპანია Luminate-ის მონაცემებით, 20 აპრილამდე ფილმს  დაახლოებით 1.8 მილიონი წუთის ჰქონდა ხოლო მეორე დღეს ეს რიცხვი 6.9 მილიონ წუთამდე გაიზარდა,- ამის შესახებ გამოცემა  Variety წერს.

ედვარდ ბერგერის რეჟისორობით გადაღებული თრილერი „პაპის კონკლავი“ რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების ბესტსელერ რომანს ეფუძნება. მისი პრემიერა 2024 წლის 30 აგვისტოს Telluride Film Festival-ზე შედგა. ფილმის სიუჟეტი ვატიკანში ვითარდება და მოგვითხრობს კარდინალ ლოურენსზე, რომელიც ახალი პაპის არჩევის რთულ პროცესს უძღვება, რომლის დროსაც ფილმის მთავარი გმირი შეთქმულების  მონაწილე ხდება. ფილმში ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძეც მონაწილეობს, რომელიც „სიქსტეს კაპელაში“ მყოფი ერთ-ერთი კარდინალის როლს ასრულებს.

განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა Netflix-ის ფილმიც – "ორი პაპი", რომლის ნახვებიც 417%-ით გაიზარდა.