სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება.
სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული. პირველი სხდომა დაეთმობა ადგილობრივი ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვაა.
შეგახსენებთ: პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლებშიც სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელი პირები შედიან. საკითხის შესასწავლად შეიქმნა სპეციალური საპარლამენტო კომისიაც.