ათწლეულების განმავლობაში ფრენა ერთ უცვლელ რეალობასთან ასოცირდებოდა — აფრენისთანავე მგზავრები ციფრულ სამყაროსთან კავშირს დროებით კარგავდნენ.
თვითმფრინავის კარის დახურვასთან ერთად:
• შეტყობინებები უპასუხოდ რჩებოდა;
• ელფოსტები ვერ იგზავნებოდა;
• ოჯახთან და მეგობრებთან კავშირი წყდებოდა;
• საყვარელი სპორტული მოვლენების ყურება შეუძლებელიხდებოდა;
• აფრენა დროებით „გაქრობას” ნიშნავდა.
WIZZ AIR ᲐᲛ ᲠᲔᲐᲚᲝᲑᲐᲡ ᲪᲕᲚᲘᲡ
ავიაკომპანია 2027 წლიდან თავისი ავიაფლოტის Starlink-ის ინტერნეტკავშირით აღჭურვას იწყებს. შედეგად, Wizz Air ხდება პირველი ევროპული ულტრა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც Starlink-ის მოწინავე ტექნოლოგიას ბორტზე მილიონობით მგზავრს შესთავაზებს.
ეს განცხადება მნიშვნელოვანი ეტაპია არა მხოლოდ Wizz Air-ისთვის, არამედ ხელმისაწვდომი ავიამგზავრობის განვითარებისათვის.
წლების განმავლობაში ბორტზე მაღალი ხარისხის ინტერნეტკავშირი პრემიუმ ბილეთების ერთგვარფუფუნებად მიიჩნეოდა. Wizz Air ამ მიდგომას ცვლის დაStarlink-ის არჩევით ავიაციის ერთ-ერთ ყველაზეთანამედროვე ინტერნეტკავშირის გადაწყვეტას ულტრადაბალბიუჯეტიან სეგმენტშიც ხელმისაწვდომს ხდის.
Wizz Air-ის კომერციული დირექტორი, იან მალინი:
„ულტრა დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის მთავარი მიზანიყოველთვის უფრო მეტი ადამიანისთვის ახალიშესაძლებლობების შექმნა იყო. 2027 წელს ამ ფილოსოფიასკოსმოსურ ეპოქაში გადავიყვანთ. ჩვენს მომხმარებლებსაღარ მოუწევთ არჩევანის გაკეთება ხელმისაწვდომტარიფებსა და ბორტზე ინტერნეტის ხელმისაწვდომობასშორის. ეს სიახლე ემსახურება კავშირის უწყვეტშენარჩუნებას ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან, საქმიანობასთან და მომენტებთან. ვამაყობთ, რომ Starlink-თან თანამშრომლობით ამ ცვლილების სათავეშივდგავართ და Wizz Air-ის მგზავრებს მაქსიმალურსარგებელს ვთავაზობთ. Let's WIZZ!”
2027 წლიდან Starlink-ის სისტემების ინსტალაციაეტაპობრივად დაიწყება. მგზავრებს შეეძლებათისარგებლონ მაღალსიჩქარიანი, საიმედო და დაბალიდაყოვნების მქონე ინტერნეტით 30 000 ფუტის სიმაღლეზეც. ასევე, მოსალოდნელია, რომ Wizz Air-ის ახალი თაობისყველა თვითმფრინავი Starlink-ით იქნება აღჭურვილი, რაცმგზავრებს ერთგვაროვან გამოცდილებას შესთავაზებსმარშრუტისა და დანიშნულების ადგილის მიუხედავად.
SpaceX-ის Starlink-ის კორპორაციული გაყიდვებისმიმართულების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეისონ ფრიჩი:
„მოხარულები ვართ, რომ Starlink-ის ტექნოლოგიას Wizz Air-ის ბორტებზე ვნერგავთ და მისი მილიონობითმომხმარებლისთვის მოგზაურობის გამოცდილებასვცვლით. მგზავრებისა და ეკიპაჟის შეუფერხებელიკავშირით უზრუნველყოფა 30 000 ფუტის სიმაღლეზეცსწორედ ის მიზანია, რისთვისაც ეს ტექნოლოგია შეიქმნა. მოუთმენლად ველით, რომ მომხმარებლებს აფრენიდანდაშვებამდე საიმედო და მაღალსიჩქარიან ინტერნეტსშევთავაზებთ.”
იყო დრო, როდესაც მგზავრები მიიჩნევდნენ, რომ ფრენამიუწვდომლობას ნიშნავდა — განსაკუთრებით ულტრადაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით მგზავრობისას. Wizz Air ამ კომპრომისს აუქმებს. მოგზაურობის მიზანი ადამიანებისერთმანეთთან დაახლოებაა და არა მათი ერთმანეთისგანმოწყვეტა.
ინფორმაციას Wizz Air ავრცელებს.