,,ეს მშვენიერი ქვეყანაა, რომელთან თანამშრომლობაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ძალიან ეამაყება",- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა.
ვენსის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს სომხეთში როგორც მშვიდობის, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობის გამყარებას.
,,ამერიკის პრეზიდენტი მოკითხვას გითვლით თქვენ და სომეხ ხალხს. ჩვენ ვქმნით არა მხოლოდ მშვიდობას სომხეთისთვის, არამედ კეთილდღეობასაც. ის, რაც დღეს აქ ხდება, მართლაც ისტორიულია. მე ვამაყობ, რომ ვარ აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ამ მშვენიერ ქვეყანას სტუმრობს. სომხეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. ის ქრისტიანული სამყაროსა და კულტურის ნამდვილი საძირკველია. მე თავად ქრისტიანი ვარ და ვიცი ამ ქვეყნის მნიშვნელობა, მთელი სამყაროსთვის. სომეხ ხალხს და პრემიერმინისტრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ პარტნიორობისთვის"- ამბობს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჯეი დი ვენსი ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე