საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სამი წევრი აირჩია.

დეპუტატებმა იზაბელა ოსიპოვას, სოსო სტურუასა და გიორგი იაკობაშვილის კანდიდატურები დაამტკიცეს.

იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა სახალხო დამცველის კვოტით იყო წარდგენილი, სოსო სტურუა აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით, ხოლო გიორგი იაკობაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.