საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა მეწყრული უბნის გამაგრება, დაზიანებული გზის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. ჩატარებული სამუშაოების მიზანი იყო ფერდობის სტაბილიზაცია და საავტომობილო გზაზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 11 ივლისს ქალაქ ონის შესასვლელთან, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოეწყო დროებითი შემოვლითი გზა, რომლითაც ავტოტრანსპორტი ძირითადი გზის აღდგენის პერიოდში გადაადგილდებოდა.
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ ძირითად გზაზე ხორციელდება.
ონის შესასვლელთან გზის რეაბილიტაცია დასრულდა და მოძრაობა სრულად აღდგა
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე