ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების მშენებლობას იწყებს.
დაგეგმილია 12 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენება: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, საჩხერეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, ლენტეხში, ამბროლაურში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.