ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საგარეო ვალის შემცირების მიზნით,  პროექტების ნაწილში სახელმწიფომ თანადაფინანსების წილი გაზარდა.

„ნომინალურ გამოხატულებაში,ვალი რა თქმა უნდა ყოველ წელს მზარდი იქნება. ყოველწლიურად ვიღებთ საშინაო და საგარეო ვალს. თუმცა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ვალის თანაფართობა მშპ-სთან მიმართებაში, რაც ყოვეწლიურად კლებადია.

2 წელიწადში 60%-იანი ნიშნულიდან 40%-ზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვედით, რაც არის უსაფრთხო დონე ჩვენი ეკონომიკისთვის. ბევრი პროექტის ნაწილში თანადაფინანსების წილი გავზარდეთ, ანუ, დონორებისგან, საერთაშორისო პარტნიორებისგან ვიღებთ თანხას, თუმცა 15%-25%-ის ნაცვლად, 50%-ის თანადაფინანსებას ჩვენი რესურსით ვაკეთებთ. ეს იმიტომ, რომ ვალის პროპორცია შეიცვალოს, საგარეო ვალის წილი შემცირდეს და საშინაო ვალის წილი იყოს მეტი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვნელოვანი ფაქტორია აზიის განვითარების ბანკთან  (ADB) ახალი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან სახელმწიფომ თანხა ლარში ისესხა.

„წელს მნიშვნელოვანი რაც მოხდა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან ლარში ვსესხულობთ თანხას, რაც პირველი პრეცედენტია და ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რომ იქიდან დაფინანსების წამოღება შეგვეძლოს და თან, ამავდროულად ეს იყოს ლარში. ეს პირველი კარგი ნაბიჯი გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.