Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე "საქმიან დილაში" ამბობს, რომ წელს ფულადი გზავნილები 200 მლნ დოლარით 3.8 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ფულადი გზავნილები წლიურად 16%-ით გაიზარდა და 282.6 მლნ დოლარი შეადგინა.
„ფულადი გზავნილები ფაქტობრივად თითქმის ყველა დონორი ქვეყნიდან გაიზარდა. თუ საუკეთესო ათეულს გადავხედავთ, ზრდა თითქმის ყველა მათგანში ფიქსირდება. ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან გადმორიცხვები 18%-ითაა გაზრდილი, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების დაახლოებით 47%-ს შეადგენს, ეს პოზიტიური მაჩვენებელია. გზავნილების წილის მიხედვით, შემდეგ მოდის ამერიკა — 18%-ით, რუსეთი — 12%-ით და ა.შ.
ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წელს ფულადი გზავნილები დაახლოებით 3.8 მილიარდს მიაღწევს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 3.6 მილიარდი იყო, შესაბამისად, წელს 200 მილიონი დოლარის ოდენობის ზრდა გვექნება", - ამბობს ქავთარაძე.