გრაფიკული პროცესორების ამერიკულმა მწარმოებელმა Nvidia Corp.-მა 2026 ფისკალური წლის მეოთხე კვარტალში წმინდა მოგება თითქმის გააორმაგა და ისტორიაში ყველაზე მაღალი შემოსავალი დააფიქსირა.

კომპანიის პრესრელიზის თანახმად, 25 იანვრით დასრულებული კვარტალის წმინდა შემოსავალმა 43 მილიარდი დოლარი, ანუ აქციაზე 1.76 დოლარი შეადგინა, წინა ფისკალური წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 22.1 მილიარდ დოლარს, ანუ აქციაზე 0.89 დოლარს შეადგენდა.

შემოსავალი რეკორდულ 68.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, წინა წელს დაფიქსირებული 39.3 მილიარდი დოლარიდან. მათ შორის მონაცემთა ცენტრების სეგმენტის შემოსავალმა 62.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამჟამად მთლიანი შემოსავლის 91.4%-ს შეადგენს.

FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები, საშუალოდ, კომპანიის წმინდა შემოსავალს 37.5 მილიარდ დოლარად პროგნოზირებდნენ, ხოლო შემოსავალს - 66.1 მილიარდ დოლარს.

ვრცლად interfax – ზე