EBRD-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა.

როგორც EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის სამ კვარტალში წლიურად 7.7 პროცენტით გაიზარდა. ზრდა ძირითადად მომსახურების სექტორებმა უზრუნველყვეს, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT)-მა, განათლებამ, ტრანსპორტირებამ და დასაწყობებამ შეიტანეს​. შიდა მოთხოვნას მხარს უჭერდა ხელფასების ზრდა და დაკრედიტების მაღალი ტემპი”, - წერს EBRD-ი.